Back to Top
პარასკევი, 17 იანვარი 2020 13:52

"მოზაიკას" ახალი ამბების ხელმძღვანელი რეგიონის საუკეთესო ჟურნალისტად დაასახელეს

Rate this item
(0 votes)

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ახალი ამბების განყოფილების ხელმძღვანელი რეგიონის საუკეთესო ჟურნალისტად დაასახელეს.

შიდა ქართლის საუკეთესო ჟურნალისტის ტიტული ნინო ჩიბჩიურს რეგიონში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების გადაწყვეტილებით ერგო.

 

კონურსი "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა" სამოქალაქო კამპანიის „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში ჩაატარა.

 

 

კონკურსის „ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“ მიზანი იყო საქართველოს მასშტაბით (ყველა რეგიონში) გამოევლინათ ის ჟურნალისტები, რომლებიც რეგულარულად და კომპეტენტურად აშუქებენ სამოქალაქო საზოგადოებას, მის წინაშე არსებულ გამოწვევებს, განვითარების შესაძლებლობებს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას. ამასთანავე, თავიანთ საქმიანობაში ეყრდნობიან სამოქალაქო საზოგადოების ძირითად ფასეულობებს (ადამიანის უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა), იცავენ ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს.

Read 353 times Last modified on პარასკევი, 17 იანვარი 2020 13:59