Back to Top
შაბათი, 18 იანვარი 2020 17:40

მერეთის სკოლაში ოკუპაციის თემაზე ფილმის ჩვენება მოეწყო

Rate this item
(0 votes)

მერეთის საჯარო სკოლაში დოკუმენტური ფილმის "ამკრძალავ აბრასთან" ჩვენება მოეწყო. მოსწავლეებმა გამყოფ ხაზთან მცხოვრები ერთი ქალის ცხოვრებაზე მომზადებული ვიდეო ნახეს და გადაღების პროცესზე ავტორს შეკითხვები დაუსვეს.

 

საუბარი შეეხო უსაფრთხოების თემას და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას საინტერესო ადამიანების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის კუთხით. მოსწავლეებმა ფილმის ჩვენების შემდეგ აღნიშნეს,რომ მათ სოფელშიც ბევრი საინტერესო ადამიანი ცხოვრობს,რომელთა შესახებაც მოკლე ვიდეოს გადაღების სურვილი გაუჩნდათ.


ფილმის ჩვენებას სკოლის დირექტორი და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ საოკუპაციო ზოლთან ცხოვრების ყოველდღიურობასა და მიგრაციის საფრთხეზე ისაუბრეს.

 

წარმოდგენილი ფილმი სწორედ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ერთ-ერთ სოფელშია გადაღებული,რომელიც მოხუცმა ქალმა მდებარეობისა და მდგომარეობის მიუხედავად არ დატოვა.

 

მერეთის თემში აღნიშნავდნენ რომ რომ 2008 წლის ომის შემდეგ სოფელი არაერთმა ოჯახმა დატოვა და ამ პროცესის შესაჩერებლად ახალგაზრდების განვითარება და მათი აქტივობებში ჩართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.


დღევანდელი შეხვედრა ფონდი "ტასოს" მხარდაჭერით კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრმა გამართა. მსგავსი შეხვედრების მოწყობას მერეთის შემდეგ აღნიშნული ორგანიზაცია კარალეთში და ხურვალეთში გეგმავს.

Read 228 times