Back to Top
შაბათი, 18 იანვარი 2020 20:50

გორში ქალს მანქანა დაეჯახა 

Rate this item
(0 votes)

გორში, 60 წლამდე ქალს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ რკინიგზის სადგურზე, სკრის გაჩერებასთან მოხდა.


 

არსებული ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

 

როგორც რადიო "მოზაიკა" ჰოსპიტალში უთხრეს, ქალს თავის არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნება. 

 

"ამ წუთებში ექიმები ცდილობენ მის გადარჩენას, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, ქალს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნება" - გვითხრეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში. 

 

შსს - მ ფაქტზე გამოძიება სსკ -ს 276 მუხლის მე -2 ნაწილით დაიწყო. 

Read 861 times Last modified on შაბათი, 18 იანვარი 2020 21:17