Back to Top
ორშაბათი, 20 იანვარი 2020 11:21

გორში, დევნილთა კორპუსში ხანძარი გაჩნდა 

Rate this item
(0 votes)

გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე ყოფილი მუსიკალური სკოლის შენობაში, სადაც ახლა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დევნილები ცხოვრობენ ხანძარი გაჩნდა.


 

ცეცხლი სადენებს გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ. 

 

"წუხელ გაჩნდა ცეცხლი, ამ დროისთვის 12 ოჯახს ელექტრო ენერგია არა აქვს, დანარჩენ ოჯახებს აღუდგათ მიწოდება. ჩვენი პატრონი არავინა, რომ დამწვარიყო მთელი კორპუსი არავინ მოგვხვედავდა", - ამბობენ ადგილობრივები. 

 

აღნიშნულ კორპუსში ლიახვის ხეობიდან დევნილი 40 ოჯახი ცხოვრობს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

Read 919 times