Back to Top
ორშაბათი, 20 იანვარი 2020 14:34

არაშენდაში 2020 წელს სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში მიმდინარე წელს სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა.

 

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე მიმდინარეობს.


სამუშაოების სატენდერო ღირებულება 522 731 ლარია. წინადადებების მიღება 30 იანვარს სრულდება.

 

პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალმომარაგების შიდა გამანაწილებელი ქსელი, ჭაბურღილი, საქლორატოროსა და სადაწნეო სარეგულაციო რეზერვუარი.

 

სოფელში ამ დროისთვის წყალმომარაგების სისტემა საერთოდ არ არსებობს. ათეული წლებია ადგილობრივები წყალს რამდენიმე კილომეტრიდან ეზიდებიან. სამუშაოების დასრულების შემდეგ 224 ოჯახს წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებს.

Read 546 times