Back to Top
სამშაბათი, 21 იანვარი 2020 14:39

გორის მერია 4 895 ლარის წყალს ყიდულობს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერია 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 895 ლარს არაგაზირებული მინერალური წყლის შეძენაში დახარჯავს.

 

გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ წყალი 19 ლიტრის მოცულობის პოლიკარბონატის ბოცით, ქარხნულად წარმოებული, ეტიკეტირებული უნდა იყოს.

 

მერია სულ 890 ბოცას შეიძენს.

 

ერთწლიანი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2021 წლის 31 იანვრითაა განსაზღვრული.

Read 207 times Last modified on სამშაბათი, 21 იანვარი 2020 14:42