Back to Top
ოთხშაბათი, 22 იანვარი 2020 11:42

ზემო ნიქოზში შიდა გზების რეაბილიტაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განხორციელდება 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში პროექტების შერჩევა უკვე დაწყო. 

 

შიდა გზების რეაბილიტაცია - ეს ის ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც 2020 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ზემო ნიქოზში განხორციელდება. 

 

პროექტი, რომელსაც 16 000 ლარი მოხმარდება, ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს. შეხვედრას მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2020“ - ის ფარგლებში პროექტების შერჩევა ზემო ნიქოზიდან დაიწყო. გარდა ზემო ნიქოზისა, შეხვედრები კიდევ 4 სოფელში ჩატარდა.

 

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. მუნიციპალიტეტების სოფლებში 10 - დან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. პროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტისთვის მიმდინარე წელს 1 596 000 ლარია გამოყოფილი.

 

მოსახლეობასთან შეხვედრები იანვარსა და თებერვალში მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ეტაპობრივად გაიმართება.

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 438 times Last modified on ოთხშაბათი, 22 იანვარი 2020 11:47