Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 12 თებერვალი 2020 18:07

გორში ცნობილი მხატვრების ანგელინა დამენიას და გელა ფილაურის გამოფენა გაიხსნა

Rate this item
(1 Vote)

გორში ცნობილი ქართველი მხატვრების, ცოლ-ქმრის ანგელინა დამენიას და გელა ფილაურის ნახატების გამოფენა გაიხსნა.

 

“დიაპაზონი – კლასიკიდან მოდერნამდე” – ასეთია ექსპოზიციის სახელწოდება, სადაც წარმოდგენილია, როგორც საზღვარგარეთ დაჯილდოებული, ასევე ბოლო პერიოდში შექმნილი ნამუშევრები.

 

მნახველები გამოფენას 17:00 საათიდან სტუმრობენ და ადგილზე ნახატების ავტორებსაც ესაუბრებიან.

 

როგორც რადიო "მოზაიკასთან" ანგელინა დამენიამ აღნიშნა, ეს პირველი ერთობლივი გამოფენაა.

 

"მე და ჩემმა მეუღლემ პირველად მოვაწყვეთ ერთობლივი გამოფენა. პერსონალურები აქამდეც გვქონია. გვიხარია, რომ დღეს ვართ იმ სკოლაში, სადაც ჩემი მეუღლე სწავლობდა და დღეს ამ გამოფენას მისი პირველი მასწავლებელი გულნარა ჩიტაძეც ესწრება".

 

ინფორმაციისთვის, 2018 წელს, ონლაინ – კონკურსზე "ამერიკული ხელოვნების ჯილდო", ანგელინა დამენიამ პირველი ადგილი დაიმსახურა აბსტაქციისთვის – „აყვავებული ზამბახი”; 2019-ში, ამავე კონკურსზე, მან პირველი ადგილი მიიღო აბსტრაქციისთვის – „მთვარიანი ღამე“, გელა ფილაურმა კი ოქროს მედალი – „ძველი სახლისთვის“.

 

 

2019 წელს, საერთაშორისო ონლაინ-გამოფენამ – Art and Shadow ანგელინა მეორედ დააჯილდოვა. ამჯერად, მან პირველი ადგილი და მედალი – „ოქროს პალიტრა“ მიიღო ნამუშევრისთვის „ლომი - ასტროლოგიური ავტოპორტრეტი“.

 

ამავე გამოფენაზე გელა ფილაურმა პირველი ადგილი და ჯილდო – „ოქროს არწივი“ დაიმსახურა ნახატისთვის – „ძველი სახლი თბილისში“.

 

ანგელინა დამენიას და გელა ფილაურის გამოფენა გორში 21 თებერვლამდე გაგრძელდება.

Read 355 times Last modified on ოთხშაბათი, 12 თებერვალი 2020 18:12