Print this page
ხუთშაბათი, 13 თებერვალი 2020 11:23

კეთილმოწყობის სააგენტო: გზებზე ტექნიკური მარილი საჭიროების მიხედვით იყრება  

Rate this item
(0 votes)

"გორში, თოვლის გამო გადაადგილების პრობლემა არ არსებობს", - უთხრა რადიო "მოზაიკას" გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბაჩანა გვიანიშვილმა

 

"გუშინ საღამოდან მუშაობენ, ყინვა არ ყოფილა, ტროტუარები იწმინდება, სადაც საჭიროა მარილიც იყრება. გადაადგილების პრობლემები არ შექმნილა, თუ ყინვა იქნება, აუცილებლად გავაგრძელებთ მარილის დაყრას", -გვითხრა ბაჩანა გვიანიშვილმა

 

ინფორმაციისთვის, წუხელ გორში და გორის სოფლებში თოვლი მოვიდა. ამ დროისთვის ცენტრალურ და სოფლების გზებზე გადაადგილება შეუზღუდავია. 

 

 

ფოტო შერჩეულია თემატურად 

Read 176 times Last modified on ხუთშაბათი, 13 თებერვალი 2020 11:44