Back to Top
ხუთშაბათი, 13 თებერვალი 2020 11:58

არტ-თერაპიის კურსი კონფლიქტით დაზარალებული საზოგადოებებისთვის

Rate this item
(0 votes)

„არტ-თერაპიის მეთოდები კონფლიქტით დაზარალებული საზოგადოებებისთვის" - ასე ჰქვია პროექტს, რომლის განხორციელება ბერბუკის დევნილთა დასახლებიდან დაიწყო.

 

პროექტის ფარგლებში კრეატიული სივრცის მოდელი შეიქმნა, რომელიც ორგანიზატორების შეფასებით, ბავშვთა თერაპიას და სწავლას მიესადაგება.

 

პროექტის ავტორი "მეგობრობის ხიდი - ქართლოსია", მხარდამჭერი კი - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

 

"პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე "მეგობრობის ხიდი - ქართლოსის" ორგანიზებით და პოლონური ორგანიზაციების ერთობლივი თანამშრომლობით გაიმართა ერთ-კვირიანი სასწავლო ვიზიტი პოლონეთში. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ და დაეთვალიერებინათ სხვადასხვა ცენტრები, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით. განხორციელდა პრაქტიკული სწავლის მეთოდების გაზიარება პოლონელი სპეციალისტების აქტიური ჩართულობით, ხოლო სწავლა-სწავლების მეთოდოლოგია გამოყენებული იქნება პრაქტიკაში დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ახალაგზრდებისათვის", - ამბობს "ქართლოსის" ახალგაზრდული მიმართულების პროგრამის მენეჯერი ლელა მაზმიშვილი.

 

არტ-თერაპია ეს არის ექსპრესიული თერაპიის ერთი-ერთი სახე, რომელიც ხელოვნებას იყენებს იმისთვის, რომ გამოასწოროს პიროვნების მენტალური, ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა.

Read 149 times