Back to Top
ხუთშაბათი, 13 თებერვალი 2020 16:48

მამუკა ხაზარაძე გორელებს ბიო პროდუქციის ცენტრის გახსნას დაპირდა

Rate this item
(0 votes)

"არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ქართლში და კონკრეტულად გორში, გავხსნით ფერმერებისა და გლეხური მეურნეობის გადამზადების ცენტრს, რომელიც მთელ საქართველოს გადაიყვანს განათლების და კვალიფიკაციის თვალსაზრისით ბიოწარმოებაზე", - ეს განცხადება პოლიტიკური გაერთიანების "ლელო-საქართველოსთვის" ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ გორში ოფისის გახსნის დროს გააკეთა.

 

მისი აზრით, ამ სფეროში სახელმწიფომ სერიოზული ინვესტიცია უნდა ჩადოს, რაც მისივე შეფასებით, 5 წელიწადში ეკონომიკური ზრდისთვის ქვეყანას მნიშვნელოვან შედეგს მისცემს.

 

"ამ რეგიონს გააჩნია უნიკალური ღვინოები. რომელიც პოზიციონირებული არ არის. "გორულ მწვანეს" აქ ყველა ოჯახში აწარმოებენ, მაგრამ არავინ არ აკეთებს ამის წამოწევას, ქართლის ღვინოები უნდა შევაჯიბროთ ბურგუნდიულ ღვინოებს. აქ უნდა იყოს კონკურსები ყველაზე მაგარი "გორული მწვანე" და "ჩინურის" გამოსავლენად. საღვინეო მეურნეობების განვითარებას უნდა შევუწყოთ ხელი. ამჟამად ქართლი, რომელიც იყო ეპიცენტრი ხილის და ბოსტნეულის წარმოების, ყველა პარამეტრში დაკლებულია. ბოსტნეულის წარმოება 15%-ით არის შემცირებული, მსხვილფეხა პირუტყვის კლებადობა 16% - ია ,ბოლო 3 წელში", -აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

Read 406 times