Print this page
ხუთშაბათი, 13 თებერვალი 2020 16:56

გორის დემოკრატიის სკოლაში მიღება დაიწყო

Rate this item
(0 votes)

"აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის" (EECMD) გორის დემოკრატიის სკოლაში აპლიკაციების მიღებას იწყებს.

 

როგორც ცნობილია, დემოკრატიის სკოლაში მიიღებიან აქტიური ადამიანები 18 წლის ასაკიდან.

  

"თუ ხარ სტუდენტი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენელი, საჯარო მოხელე, ჟურნალისტი, პოლიტიკური პარტიის წევრი, ან უბრალოდ, პოლიტიკით დაინტერესებული აქტიური ადამიანი 18 წლიდან, მაშინ ეს სკოლა შენთვისაა! დემოკრატიის სკოლის პროგრამა უფასოა. მსმენელად შერჩევისთვის აუცილებელი პირობაა სრულ კურსზე დასწრება, რაც მოიცავს 5 საათიან ტრენინგებს კვირაში ორჯერ, 2020 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით" , - აცხადებს EECMD-ს რეგიონალური კოორდინატორი.

 

ინფორმაციისთვის, დემოკრატიის სკოლა წარმოადგენს ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამას, თანამედროვე პოლიტიკის, ქალაქების განვითარებისა და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის.

 

სკოლების მიზანია ახალი თაობის პოლიტიკური ლიდერების გაძლიერება, განათლება და მხარდაჭერა.

 

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა 15 თებერვალია. შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.

 

აპლიკაციის ლინკი: იწყება მიღება გორის და ბათუმის დემოკრატიის სკოლაში!

Read 218 times