Back to Top
პარასკევი, 14 თებერვალი 2020 14:24

რას ჭამენ ბავშვები სკოლებში - “ნისიების“ რვეული და გაძვირებული კვება ბუფეტებში

Rate this item
(0 votes)

12 წლის ნიკა გორის ერთ-ერთ სკოლაში სწავლობს. ამბობს, რომ ბუფეტში ყოველდღე შედის. 2-3 გაკვეთილის შემდეგ ფუნთუშას ყიდულობს, თუმცა ხშირად გამყიდველს თანხის გადასახდელად რამდენიმე კვირას სთხოვს.

"ნისიების" რვეული თითქმის ყველა სკოლი კვების ბლოკში არსებობს და თანაც საკმაო მოცულობის. გამყიდველები ამბობენ, რომ ბავშვები საკვებს ხშირად ვალად იღებენ და მშობლის ხელფასამდე დალოდებას ითხოვენ.

 

 

კვების ბლოკებს სკოლები აუციონის წესით ასხვისებენ. აუქციონის წესით მიღებულ ფართთან ერთად, ინდ. მეწარმე თუ სხვა მოიჯარე, როგორც სკოლის ადმინისტრაცია განმარტავს, პასუხისმგებელი საკვები პროდუქტის ვარგისიანობასა და ჰიგიენის ნორმების დაცვაზეცაა.

,

დირექტორების განმარტებით. სურსათის უვნებლობის სააგენტოს პარალელურად, მონიტორინგის პროცესში თავადაც აქტიურად არიან ჩართულები, თუმცა პროდუქტზე ფასების რეგულირებაში არ ერევიან.

 

"ბავშვებს სისტემატურად ვესაუბრებით, რა მოსწონთ რა არა. მაგალითად, ხაჭაპური გარეთ უფრო იაფია ვიდრე ბუფეტში. სასწავლო პროცესის დროს მოსწავლე სკოლას ვერ ტოვებს, ამიტომ საკვებ პროდუქტს სკოლის კვების ბლოკშივე ყიდულობს. ჩვენ ვამოწმებთ, რა თქმა უნდა, ადგილზე როგორ ცხვება საკვები, რომელსაც ბავშვები მიირთმევენ და როგორ იცავენ ადგილზე ჰიგიენურ ნორმებს მწარმოებლები", - ამბობს მე-12 საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ლომიძე.

 

მოსწავლეს სკოლაში კვება საშუალოდ 2 ლარი უჯდება. ძირითადად "ბუფეტებში" პურ-ფუნთუშეული იყიდება, რადგან მოიჯარეს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული მკაცრად განსაზღვრული შესაბამისი რეგულაციის დაცვა უწევს.

 

"არ უნდა იყოს, პირველ რიგში, გაზიანი სასმელი გაყიდვაში, კრემიანი საკვები, მალფუჭებადი პროდუქტი და ა.შ.. ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ, რა იყიდება, რა არ უნდა იყიდებოდეს და სხვა. ამ ხმრივ განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ სისუფთავბეზე, რადგან საქმე ჩვენი შვილების ჯანმრთელობას ეხება", - ამბობს რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი.

 

განათლების სამინისტრის პარალელურად კვების ბლოკში არსებულ სიტუაციას პერიოდულად და უფრო სიღრმისეულად სწავლობს სურსათის უვებლობის ეროვნული სააგენტო. ეს უწყება სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკებს 2013 წლიდან ამოწმებს, კრიტიკული შეუსაბამობების გამო კი აქვს უფლება სკოლას საწარმოო პროცესი შეუჩეროს.

 

 

 

Read 339 times Last modified on პარასკევი, 14 თებერვალი 2020 14:35