Back to Top
სამშაბათი, 27 მარტი 2018 21:11

ავარიის დროს დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

Rate this item
(0 votes)

გორში, მშვიდობის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაშავებული ამ დრომდე გორის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება. 

შეგახსენებთ, რომ მერსედესის მარკის ავტომობილი 50 წლამდე ასაკის ქალს დაეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. 

შსს-ის ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

Read 1920 times Last modified on სამშაბათი, 27 მარტი 2018 21:18