Back to Top
ოთხშაბათი, 28 მარტი 2018 16:15

გორის უნივერსიტეტში ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია გაიმართა

Rate this item
(0 votes)

საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ წარმომადგენლებმა შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის წესების დაცვის მნიშვნელობაზე, მის შედეგებზე, რისკებზე და რეკომენდაციებზე ისაუბრეს.

ექსპერტების განცხადებით, შესაძლებელია ახლო მომავალში საქართველო სერიოზული პრობლემის წინაშე დადგეს და მისი მიმართ ე.წ. „შეჩერების მექანიზმი“ ამოქმედდეს, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეების მხრიდან კანონი დარვევების და ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენების მაჩვენებლები ზედა ზღვარზეა.

გორთან ერთად, მსგავსი ტიპის საინფორმაციო კამპანია დღეს სოფელ ნიქოზსა და მეჯვრისხევშიც გაიმართა.

გორში საინფორმაციო კამპანიები გორის მერიის ხელშეწყობითა და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით გაიმართა.

Read 1350 times