Back to Top
ხუთშაბათი, 20 თებერვალი 2020 16:11

ბასიშვილი: ვანო მერაბიშვილი დეტალებზე დღეს საღამოს, პირდაპირ ეთეში ისაუბრებს

Rate this item
(0 votes)

"ნაციონალური მოძრაობის" რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა ყოფილი პრემიერის და შსს-ს ყოფილ მინისტრის სახლი ცოტა ხნის წინ დატოვა.

 

ბადრი ბასიშვილი ვანო მერაბიშვილს ჯერ მატროსოვის ციხესთან, შემდეგ კი სახლში შეხვდა.

 

ბასიშვილის სიტყვებით, მერაბიშვილი გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად აპირებს აქტიურად ჩაერთოს ხელისუფლების შეცვლის მშვიდობიან პროცესებში.

 

"თავს კარგად გრძნობს, მისი მეგობრები და ოჯახის წევრები შევხვდით სახლში. კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აპირებს აქტიურ პოლიტიკურ ბრძოლაში თავისი ენერგია და გამოცდილება მოახმაროს "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან მშვიდობიანად ჩამოცილებას, ნებისმიერი საარჩევნო სისტემის შემთხვევაში. მისი მიზანია ყველა ოპოზიციურ პარტიასთან თანხვედრაში იყოს მისი სამომავლო გეგმები, რომლებიც წრფელად იბრძვიან ოლიგარქული მმართველობის წინააღმდეგ. უფრო მეტ დეტალზე ის დღეს "მთავარ არხთან" ექსკლუზიურად გადაცემა "აქცენტებში" 22:00 საათზე ისაუბრებს", - ამბობს ბადრი ბასიშვილი. 

Read 497 times