Back to Top
ხუთშაბათი, 20 თებერვალი 2020 16:42

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირებს მერიამ ეტლები გადასცა 

Rate this item
(0 votes)

ეტლებით გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 60 შშმ პირი უსასყიდლოდ აღიჭურვა. დამხმარე მოწყობილობის შერჩევისას მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული მომხმარებელების ინდივიდუალური საჭიროებები.

 

თითოეული ეტლის ღირებულება, რომელსაც მისი ტექნიკური შესაძლებლობები განსაზღვრავს, 315 დან 615 ლარამდე მერყეობს.

 

გორის მუნიციპალიტეტისა და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ აქტიური თანამშრომლობის შედეგად 2013 წლიდან გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 300-ზე მეტი შშმ პირი იქნა დამხმარე მოწყობილობით უზრუნველყოფილი.

 

ეტლების გადაცემის პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების, ორგანიზაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ რეგიონალური წარმომადგენლები და უცხოელი დონორები ესწრებოდნენ.

Read 164 times