Back to Top
ხუთშაბათი, 20 თებერვალი 2020 16:53

გორში მომხდარი მიწისძვრიდან 100 წლისთავზე ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამოფენა მოეწყო

Rate this item
(0 votes)

სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში გორში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრიდან 100 წლისთავზე ღონისძიება გაიმართა.

 

მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს წევრებმა და მოწვეულმა მეცნიერებმა ისტორიულ ცნობებზე დაყრდნობით იმდროინდელი მოვლენები მიმოიხილეს. მუზეუმის არქივში დაცული ფოტომასალებით კი გამოფენა გაიმართა.

 

ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დოკუმენტური მასალის გამოყენებით ვიდეოკოლაჟი წარმოადგინეს.


ინფორმაციისთვის, დამანგრეველი სიძლიერის მიწისძვრა საქართველოში 1920 წლის 20 თებერვალს მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი გორის მაზრაში დაფიქსირდა. ყველაზე ძლიერი, 9 ბალიანი ბიძგები აღირიცხა გორიდან 3 კილომეტრში მდებარე სოფელ ხიდისთავში.

მიწისძვრამ მაშინდელი ქალაქი გორი მიწასთან გაასწორა. დაიღუპა 129 კაცი და დაზარალდა 7000 -ზე მეტი ოჯახი.

Read 201 times Last modified on ხუთშაბათი, 20 თებერვალი 2020 16:58