Back to Top
კვირა, 23 თებერვალი 2020 20:49

სოფელ კირბალიდან გატაცებული არასრულწლოვანი გათავისუფლებულია

Rate this item
(0 votes)

სოფელ კირბალთან საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული 17 წლის მოზარდი გათავისუფლებულია.

 

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. უწყების ცნობით, ის უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება

 

17 წლის მოზარდის დაკავების შესახებ დილით გახდა ცნობილი. ახლობლების ინფორმაციით, კირბალის მცხოვრები, 17 წლის ალიკა შიუკაშვილი თანასოფლელებთან ერთად, შეშის შესაგროვებლად სოფლის სიახლოვეს მდებარე ტყიან ფართობში იმყოფებოდა, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანი პირები გამოჩნდნენ. შიუკაშვილის თანმხლებმა პირებმა გამოქცევა შეძლეს, არასრულწლოვანი კი ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს და დე ფაქტო რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით წაიყვანეს.

Read 92 times Last modified on კვირა, 23 თებერვალი 2020 20:55