Back to Top
ორშაბათი, 24 თებერვალი 2020 12:43

გორელი მოსწავლეები იმიტირებულ სასამართლო პროცესში მიიღებენ მონაწილეობას

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული განყოფილება იმიტირებულ სასამართლო პროცესს ჩაატარებს.

 

ორგანიზატორების ინფორმაციით, თავდაპირველად ორი მოსამზადებელი ტრენინგი ჩატარდება. იმიტირებული პროცესი კი ორი კვირის შემდეგ იგეგმება.

 

"იმიტირებულ სასამართლო პროცესში სასკოლო თვითმმართველობის განვითარების პროგრამაში ჩართული ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა თუ სხვა მოსწავლესაც ექნება ჩართვის სურვილი, ჩვენ არ შევზღუდავთ. სასკოლო თვითმმართველობის განვითარების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი იმიტირებულ სასამართლო პროცესში სამოცამდე ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული აქტივობის ფარგლებში დაგეგმილია ორი მოსამზადებელი "ვორქშოპი" და უშუალოდ იმიტირებული სასამართლო. სასკოლო თვითმმართველობის განვითარების პროგრამას ახორციელებს ა(ა) პ - ი "ლიდერთა ლიგა" გორის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით", - აცხადებს მერიის ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელი დიმიტრი გოგიაშვილი.

Read 206 times