Back to Top
ორშაბათი, 24 თებერვალი 2020 13:46

რატომ დგას გორში, საცხოვრებელ კორპუსებში გაზის სუნი - "სოკარი" განმარტებას აკეთებს 

Rate this item
(1 Vote)

გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ გორის სხვადასხვა უბნებში ნივთიერება ოდორანტი გაუშვა. ინფორმაციას სოკარის წარმომადგენლები ადასტურებენ. გორელები გაზის გაჟონვის ეჭვებზე სოციალურ ქსელში დილიდან წერენ.

 

მათი განმარტებით, სადარბაზოებში უცნაური სუნი დგას, რამაც მათივე თქმით ზოგიერთის შეუძლოდ ყოფნა გამოიწვია.

სოკარის ცხელ ხაზზე აცხადებენ, რომ ოდორანტის ხსნარია გაშვებული, რაც ბუნებრივ აირს დამახასიათებელ სუნს აძლევს. მისი მიზანი ბუნებრივი გაზის გაჟონვის აღმოჩენაა. კომპანიაში განმარტავენ, რომ ნივთიერება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

 

"გაზსს არ აქვს არც სუნი არც ფერი და მისი შემჩნევა შეუძლებელია. ოდორანტს ამატებენ გაზში იმისთვის, რომ მოსახლეობამ რაღაცით იგრძნოს, თუ კი ადგილი აქვს გაზის გაჟონვას. გაზის სუნს რასაც ვეძახით სინამდვილეში ის არის ოდორანტის სუნი. ოდორანტი ყოველთვის ემატება და რაიმე ზედმეტი დაემატა თუ რა მოხდა, ამაზე მე ვერ გიპასუხებთ, რამ გამოიწვია მოსახლეობის შეშფოთება, შიშის შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე, მივა საავარიო ჯგუფი და შეამოწმებს. ოდორანტის შემცველობა გაზის ტარიფში არ აისახება", - განმარტავს "სოკარის" წარმომადგენელი თეონა რუხაძე.

Read 992 times Last modified on ორშაბათი, 24 თებერვალი 2020 14:00