Back to Top
სამშაბათი, 25 თებერვალი 2020 11:58

გორის მერიამ ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვა 

Rate this item
(0 votes)

25 თებერვალი საქართველოში გლოვის დღეა.

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. 

 

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა განცხადება გაავრცელა. 

 

"1921 წლის 25 თებერვალი ერთ-ერთი მძიმე თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.16 თებერვალს, გამთენიისას, მე-11 არმიის ნაწილები საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ. 17 თებერვალს ქართველ იუნკერთა სამხედრო სასწავლებლის რაზმი ჩაერთო ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. 20-25 წლის ახალგაზრდებმა სამშობლოს დასაცავად გაწირეს თავი. დამოუკიდებელმა საქართველომ არსებობა მხოლოდ 3 წლის განმავლობაში შეძლო. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ნაწილი დღესაც ოკუპირებულია. იმედი მაქვს, მალე დავიბრუნებთ ამ ტერიტორიებს, რომლებისთვისაც არაერთხელ გვიბრძოლია. ქედს ვიხრი თითოეული გმირის წინაშე, რომლებმაც თავი შეწირეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას", - ნათქვამია განცხადებაში. 

Read 136 times