Back to Top
სამშაბათი, 25 თებერვალი 2020 15:21

ენმ: ეს იყო ივანიშვილის აფიორა, ხალხს განულებული სესხების გადახდას სთხოვენ

Rate this item
(1 Vote)

"ეს არის ბიძინა ივანიშვილის მორიგი აფიორა, ოლიგარქმა კიდევ ერთხელ დასცინა მოსახლეობას და მოატყუა როგორც სჩვევია",- ასე ეხმაურება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ბექა ქორჩილავა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით,2018 წლის არჩევნებამდე ბანკი ქართუს მიერ განულებულ სესხებს ხალხს ისევ სთხოვენ.

 

ამ თემაზე მოქალაქეთა ნაწილი სოციალურ ქსელში ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად წერს. მათი განმარტებით საიტი vali.ge სადაც პირადი ნომრით სესხის განულების შესახებ ინფორმაციის მოძიება იყო შესაძლებელი გაუქმდა და მოქალაქეებს განულებული სესხების გადახდას ისევ სთხოვენ. ტელეფონით უკავშირდებიან და ანგარიშების დაყადაღების საფრთხეზე ამცნობენ. ოპოზიცია ამ საკითხზე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს.

 

"ეს იყო მისი წინასაარჩევნო „ტრიუკი“ არჩევნების მოსაგებად. ოლიგარქი ივანიშვილი მხოლოდ ორიენტირებულია საკუთარი ჯიბის გასქელებით და დამატებით მილიარდების შოვნით დაპირებები რომელიც მან 2012 წლიდან დღემდე გასცა მხოლოდ და მხოლოდ ფარსია და არცერთი დაპირება არ შეუსრულებია.100 მოგუგუნე ქარხნის მაგივრად ვიხილეთ ბიტკოინის ქარხნები და მთელი სახელმწიფო ვერტიკალის მონურ მორჩილება. მაგრამ ძალიან მალე არჩევნების გზით ქართველი ხალხი დაასრულებს ოლიგარქის მარიონეტულ მმართველობას!",-ამბობს ბექა ქორჩილავა.

Read 165 times