Back to Top
სამშაბათი, 25 თებერვალი 2020 15:35

ოკუპაციის დღეს სალომე ზურაბიშვილი გორს ესტუმრა

Rate this item
(0 votes)

საქართველოს პრეზიდენტი გორში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 

ზურაბიშვილმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და 1921 წლის 25 თებერვლის მოვლენები გაიხსენა. მისი თქმით, ის ბრძოლა იმ დღით დასრულდა, მაგრამ ომი არ დასრულებულა. მისი თქმით, ადამიანები დამოუკიდებლობის სურვილს შეეწირნენ.

 

პრეზიდენტმა სამხედრო აკადემიაში დღეს პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის სახელობის სამხედრო საგამოფენო სივრცეც გახსნა, სადაც საბრძოლო იარაღი და აღჭურვილობაა წარმოდგენილი.

 

"25 თებერვალი არ არის დამარცხების დღე, რადგან ამის შემდეგ, 1991 წელს მოვიდა გამარჯვება! ასევე გამარჯვებაა ის, რომ დღეს მე ემიგრაციის წარმომადგენელი ვდგავარ თქვენს წინაშე, როგორც თქვენი პრეზიდენტი. გაუმარჯოს დაღუპულ გმირებს! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

Read 176 times Last modified on სამშაბათი, 25 თებერვალი 2020 15:37