Back to Top
სამშაბათი, 25 თებერვალი 2020 16:02

ნანიკო საბანაძის დასახმარებლად სკოლის მოსწავლეები გამოფენა - გაყიდვას მოაწყობენ

Rate this item
(0 votes)

გორის N11 სკოლის მოსწავლეები, ამავე სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების კლუბის ინიციატივით ნანიკო საბანაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიებას გამართავენ. ახალგაზრდები სკოლის ფოიეში მოაწყობენ გამოფენას, გასაყიდად გამოტანილი იქნება, აქსესუარები, ხელნაკეთი სამკაულები, საკანცელარიო ნივთები და მას სიმბოლურ ფასად გაყიდიან. ღონისძიებიდან შემოსული თანხა ნანიკოს ანგარიშზე ჩაირიცხება.

 

გამოფენა გაყიდვა 28 თებერვალს 11:00საათზე დაიწყება და 15:00 საათზე დასრულდება. მსურველებს შეუძლიათ მიბრძანდნენ, გორის N11 საჯარო სკოლაში. 

 

მისამართი კეცხოველის ქუჩა N74 და მონაწილეობა მიიღონ საქველმოქმედო საღამოში. 

 

ინფორმაციისთვის, ნანიკო 1 წლის და 10 თვისაა. მას სახეზე წანაზარდის სახით აქვს სიმსივნე, ოპერაციისთვის მოსამზადებელ პერიოდში საჭიროებს ქიმიოთერაპიის კურსებს. 

 

გოგონა ამჟამად იაშვილის კლინიკაში გადის მკურნალობას. მას სასწრაფო ოპერაციისთვის 8 760 დოლარი სჭირდება. 

Read 508 times Last modified on სამშაბათი, 25 თებერვალი 2020 16:43