Back to Top
სამშაბათი, 25 თებერვალი 2020 16:34

გურამ ჩალაგაშვილი: ირაკლი ოქრუაშვილი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

Rate this item
(0 votes)

"ერთი საათის წინ დასრულდა ირაკლი ოქრუაშვილის ე.წ. მორიგი სასამართლო პროცესი, სადაც პროკურორებმა - ვაჟა თოდუამ და გიორგი მუკბანიანმა განაცხადეს, რომ საკმარისია იმ ოცდაათამდე პოლიციელის ჩვენება და დანარჩენ 300-ზე მეტ მოწმეს ხსნიან დასაკითხთა სიიდან, რითაც დაადასტურეს, რომ მათი მხრიდან ყველა მოწმე დაკითხულია და მტკიცებულებები გამოკვლეულია", - ამ ინფორმაციას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის თანაპარტიელი გურამ ჩალაგაშვილი ავრცელებს.

 

"გამარჯვებული საქართველოს" წარმომადგენლის განმარტებით, მოსამართლემ პროკურორების მოთხოვნა გაითვალისწინა და ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა. 

 

"მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ განაცხადა, რომ თურმე დღეს კანონის თანახმად უნდა გადაიხედოს ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობის საკითხი, რა დროსაც ორმა “გენიოსმა” პროკურორმა განაცხადეს, რომ ოქრუაშვილი უნდა დარჩეს პატიმრობაში, ვინაიდან მან შეიძლება ზეწოლა მოახდინოს პროკურატურის მოწმეებზეო, რაზეც რა თქმა უნდა მყისვე დაეთანხმა ლავრენტი შემსრულებელი და ირაკლი დატოვა წინასწარ პატიმრობაში. მართლა რატომ ხართ ეს ქოცები და თქვენი შემსრულებელი პროკურორ - პოლიციელ მოსამართლეები ასეთი ცალფაზიანები და ნახევარუჯრედიანები? ისე 2020 წელია ბიჭებო და მაინც ნუ დაგავიწყდებათ. თუ მოწმეები აღარ გყავთ და საქმეს მორჩით, რომელ მოწმეებზე უნდა მოახდინოს ოქრუაშვილმა ზეწოლა?", - წერს ჩალაგაშვილი სოციალურ ქსელში.

Read 170 times