Print this page
ხუთშაბათი, 27 თებერვალი 2020 13:37

მაკრახიძე კანდელაკის შესაძლო მაჟორიტარობაზე: რა უნდა ბიზნესმენს პოლიტიკაში?

Rate this item
(0 votes)

გავრცელებულ ინფორმაციას, ბიზნესმენის, გიორგი კანდელაკის შესაძლო მაჟორიტარობაზე მოქმედი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე ეხმაურება.

 

მისი აზრით, ბიზნესმენები საპარლამენტო არჩევნებზე კენჭს არ უნდა იყრიდნენ და პოლიტიკაში მხოლოდ პოლიტიკოსები უნდა იყვნენ ჩართულნი.

 

მაკრახიძეს ამის დასტურად პირადი მაგალითიც მოჰყავს, თუმცა შეთავაზების შემთხვევაში, კანდიდატობაზე უარის თქმას არ აპირებს.

 

"არა მგონია, რომ გიორგი კანდელაკი დათანხმდეს, თუ კი ეს შემოთავაზება ექნება მმართველი გუნდისგან. კანდელაკი ბიზნესმენი კაცია და პოლიტიკა პოლიტიკოსმა უნდა აკეთოს. მეც ბიზნესიდან მოვდივარ და არაერთხელ მითქვამს ეს. ამის მიუხედავად, მაინც არ ვნანობ, რომ ჩავერთე პოლიტიკურ პროცესებში, რადგან ამ 4-მა წელმა ჩემში სამშობლოს სიყვარული გაზარდა", - ამბობს მაკრახიძე.

 

ამავე თემაზე: ვინ იქნებიან მაჟორიტარობის კანდიდატები გორში - პოლიტიკური პროგნოზები არჩევნებამდე 7 თვით ადრე

Read 442 times