Back to Top
ხუთშაბათი, 27 თებერვალი 2020 13:52

საოკუპაციო ძალებმა სოფელ აძვთან შუახნის მამაკაცი დააკავეს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვთან რუსმა ოკუპანტებმა 49 წლის ელდარ გუნდიშვილი დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

 

აღნიშნული ფაქტი სოფლის წარმომადგენელმა ტარიელ ვათიაშვილმა დაადასტურა. ვათიაშვილს ამ დრომდე სხვა ინფორმაცია არ აქვს.

 

“რამოდნიმე წუთია, რაც გავიგე, რომ ოკუპანტებმა 49 წლის მამაკაცი დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. სხვა ინფორმაცია არ მაქვს“, - ამბობს გორის მერის წარმომადგენელი სოფელ აძვში.

 

არსებული ინფორმაციით, ეს გუნდიშვილის დაკავების პირველი შემთხვევა არ არის. 

Read 149 times Last modified on ხუთშაბათი, 27 თებერვალი 2020 13:57