Back to Top
ხუთშაბათი, 27 თებერვალი 2020 14:50

მოქალაქე ამტკიცებს, რომ სვენეთში სახელმწიფომ მისი მიწა დაუკითხავად მიითვისა

Rate this item
(0 votes)

ასმათ ბეჟანიშვილი სახელმწიფოს 500 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს ედავება. მან სასამართლო დავა დაიწყო. მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფომ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი ავტობანის გასვლის შედეგად მიისაკუთრა.


საქმეში ჩართულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და ასევე, გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.


"მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2018 წლის 14 აგვისტოს, მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სვენეთში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით, სხვადასხვა პროცედურული მოქმედებების განხორციელების შემდეგ იდენტურობის დადგენის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შუამდგომლობით მიმართა ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიას, თუმცა იქიდან მიღებული პასუხი აბსოლიტურად ცდებოდა რეალობას. ასევე მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთს 2013 წლიდან მართლზომიერად ფლობს, კერძოდ არის მიწის გადამხდელთა სიაში", - ირკვევა საქმის მასალებიდან.


საქმეს მოსამართლე ნინო გერგაული განიხილავს.

 

სასამართლო პროცესები მას შემდეგ გაგრძელდება, რაც საქმეში ჩართულ მესამე პირს, სამუშაოების განმახორციელებელ „სინტრექს ინტერნეიშენალ კორპორაციას“ მიეწოდება ინფორმაცია სარჩელის შესახებ.

Read 193 times