Back to Top
ხუთშაბათი, 27 თებერვალი 2020 16:46

გორში არასამთავრობო ორგანიზაციების დღესთან დაკავშირებით აქტივობები არ ჩატარებულა

Rate this item
(0 votes)

27 თებერვალი არასამთავრობო ორგანიზაციების დღეა. ეს დღე 12 სახელმწიფოს მიერ არის აღიარებული, მათ შორის საქართველოცაა.

 

გორის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 42 არასამთავრობო ორგანიზაცია ითვლება მოქმედად (მათ შორის სათემო ორგანიზაციებიც), თუმცა რეგისტრირებულთა რიცხვი გაცილებით მეტია

არასამთავრობო ორგანიზაციები სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია. ცნობილი ამერიკელი მკვლევარი, ლარი დაიმონდი აქტიური სამოქალაქო საზოგადოების, რომელიც ჩართულია ხელისუფლების ყოველდღიურ საქმიანობაში, 10 ძირითად ფუნქციას გამოყოფს.

 

1. უკვე შემდგარ, დემოკრატიულ სახელმწიფოში, ასეთი ასოციაციები აქტიურად აკონტროლებენ ხელისუფლებას და უზრუნველყოფენ, იმას რომ მან არ გადაუხვიოს დემოკრატიულ კურსს, ხოლო ავტორიტატულ სახელმწიფოებში ხელს უწყობენ დემოკრატიული იდეების განვითარებას და სახელმწიფოს დემოკრატიზაციის პროცესს.

 

2. მოქალაქეთა დიდი მასების აქტიური მონაწილეობა ამ პროცესებში ზრდის პოლიტიკური გადაწყვეტილებების ეფექტურობასა და მათი ავტორების კვალიფიკაციას.

 

3. სხვადასხვა ასოციაციებში გაწევრიანებული ინდივიდები იზიარებენ ერთმანეთის შეხედულებებსა და ფასეულობებს, რითაც ხელს უწყობენ როგორც საზოგადოების შიგნით, ასევე მის მიღმა ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულებების დამკვიდრებას როგორიცაა ტოლერანტობა, თანხმობა და სხვა.

 

4. ასევე ხელს უწყობენ ისეთი ჯგუფების წახალისებასა და საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართვას, რომლებიც ისტორიულ კონტექსტში გამოთიშულნი იყვნენ აქტიურ პოლიტიკურ - სოციალურ ცხოვრებას და ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას.

 

5. ამგვარი ასოციაციები მონაწილეობენ საზოგადოების შიგნით არსებულ კლასთა შორის კონფლიქტების დარეგულირებაში, რაც საბოლოო ჯამში სასარგებლოა მთლიანად საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისათვის.

 

6. ამგვარ დაპირისპირებებში მონაწილეობა და გადაწყვეტა ხელს უწყობს პოტენციური პოლიტიკური ლიდერების ჩამოყალიბებასა და გარდამავალ პერიოდში ადამიანის ისეთი ძირითადი უფლების დაცვას, როგორიც არის საარჩევნო ხმის უფლება და მთლიანად საარჩევნო პროცესის მონიტორინგი.

 

7. ზოგადად, ორგანიზაციები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ადამიანის უფლებების დაცვაზე დემოკრატიული გარდაქმნის პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ განაგრძობენ აქტიურ ჩართულობას რეფორმის განხორციელების პროცესში, რათა მთავრობამ უარი არ განაცხადოს დაპირების შესრულებაზე.

 

8. „იდეათა ბაზრისა“ და ინფორმაციის თავისუფლად მიმოცვლის შესაძლებლობის ზრდით იგი ახერხებს მოქალაქეების ჩაბმას თავიანთი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიღებასა და დაცვაში.

 

9. ასეთ დროს სამოქალაქო საზოგადოებების შექმნა ხელს უწყობს ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების პროცესში იმ ადამიანების ჩართულობას, რომელთაც უშუალოდ შეიძლება შეეხოთ ესა თუ ის რეფორმა.

 

10. რაც შეეხება უკანასკნელ ფუნქციას, იგი მნიშვნელოვანწილად არის დაკავშირებული დარჩენ ცხრასთან, რომლის საფუძველზეც საზოგადოება ინდივიდში ზრდის სახელმწიფოს პატივისცემას. ეს უკანასკნელი კი ხელს უწყობს ინდივიდის ჩართულობას, პოლიტიკური სისტემის პასუხისმგებლობის ზრდას და ამით თავად სისტემის ლეგიტიმაციის ზრდას."

Read 160 times Last modified on ხუთშაბათი, 27 თებერვალი 2020 17:11