Back to Top
პარასკევი, 28 თებერვალი 2020 12:11

პიროვნება, რომელსაც ელ.ენერგიის დავალიანება ჰქონდა, გორის სასამართლომ 2 წელია ვერ იპოვა

Rate this item
(0 votes)

გორის რაიონულ სასამართლოში, 2018 წლის 29 იანვარს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ, გორში მცხოვრები თ.ხ - ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. იგი თ.ხ - სგან დავალიანების - 472.66 ლარის დაკისრებას მოითხოვდა.

 

"ინდივიდუალური მრიცხველით აღრიცხული ელ. ენერგიის რაოდენობა აისახება ენერგო კომპანიის ბილინგის მონაცემებში, რომლის თანახმად, მოპასუხეს ბოლო მონაცემებით, ელ. ენერგიის ღირებულების გადაუხდელობის გამო სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიმართ გააჩნია 472.66 ლარის ოდენობით დავალიანება" , - ირკვევა საქმის მასალებიდან.

 

მოპასუხეს სარჩელის შესახებ ინფორმაცია ფოსტით მისამართზე გაეგზავნა, თუმცა აღმოჩნდა, რომ იგი ფიქსირებულ მისამართზე არ ცხოვრობდა.

 

იმის გამო, რომ მოპასუხე თ.ხ გორის სასამართლომ ვერ იპოვა, განაჩენი საჯაროდ 2 წლის შემდეგ გამოაქვეყნეს.

საბოლოოდ, მოსამართლე მაია კუთხაშვილმა თ.ხ - ს "ენერგო - პრო - ჯორჯიას" სასარგებლოდ 472.66 ლარის გადახდა დააკისრა.

Read 189 times