Back to Top
ორშაბათი, 23 მარტი 2020 14:52

გორის სოფელში მოქალაქის მიერ იზოლაციის წესების დარღვევას უწყებები არ ადასტურებენ

Rate this item
(0 votes)

"ჩვენი თანასოფლელი ჩამოვიდა იტალიიდან და იზოლაციაში არ არის. იქნებ, დაგვეხმაროთ", - ამ თხოვნით რადიო "მოზაიკას" გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან დაუკავშირდნენ.

რამდენიმე ადგილობრივის თქმით, 40 წლამდე ქალი იტალიიდან 3-4 დღის წინ დაბრუნდა. იმყოფება სახლში ოჯახის წევრებთან ერთად და არ იცავს იზოლაციის წესებს.

 

ფაქტის გადასამოწმებლად რადიო "მოზაიკა" რამდენიმე უწყებას დაუკავშირდა.

 

მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ სოფელში ტარიელ ვათიაშვილმა გვითხრა, რომ ეს მოქალაქე თვითიზოლაციაშია და მოქალაქეებს პანიკის საფუძველი არ აქვთ.

 

"ახლა დავრეკე და გადავამოწმე. ეს ქალი იმყოფება თვითიზოლაციაში. საკუთარ სახლშია, მაგრამ იზოლირებულად. რადგან მეზობლები ღელავენ, ადგილზეც მივალ და გადავამოწმებ", - გვითხრა ვათიაშვილმა.

 

მოქალაქის მიერ თვითიზოლაციის წესების დარღვევას არც გორის სამედიცინო ჯანდაცვის ცენტრი ადასტურებს. მისი ხელმძღვანელი მოქალაქეებს მოუწედებს, რომ თუკი თვითიზოლაციის წესების დარღვევას ხედავენ, გადაიღონ ფოტო და მიაწოდონ ის პოლიციას.

 

"ეს ადამიანი თვითიზოლაციაშია და თუ სადმე დაინახეს, ან ფოტო გადაუღონ რომ ფაქტი გვქონდეს, ან საპატრულო გამოიძახონ", - განაცხადა გიუნაშვილმა.

 

მსგავსი ქმედებისკენ მოუწოდებენ მოქალაქეებს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყების თქმით, თუ ვინმეს აქვს იფორმაცია, რომ მოქალაქე თვითიზოლაციის წესებს არღვევს, დარეკონ 112-ში და მიაწოდონ ინფორმაცია.

 

Read 225 times