Back to Top
პარასკევი, 30 მარტი 2018 22:45

შიდა ქართლის ახალ გუბერნატორს ხვალ პრემიერი წარადგენს

Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის გუბერნატორი, კახა სამხარაძე თანამდებობას ხვალ ოფიციალურად დატოვებს. სამხარაძეს სავარაუდოდ სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორად გადაიყვანენ.

შიდა ქართლის გუბერნატორი კი აკაკი მაჭუტაძე გახდება, რომელიც ამ დრომდე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.

ახალ გუბერნატორს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ გორში "ქართული ოცნების" ყრილობაზე წარადგენს. ხვალვე პრემიერი გორის მუნიციპალიტეტის მერს „ქართული ოცნების“ გორის ორგანიზაციის თავმჯდომარედ დანიშნავს.

Read 2663 times Last modified on პარასკევი, 30 მარტი 2018 23:01