Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 23 მარტი 2020 17:13

გორის ეთნოგრაფიული მუზეუმი კრიზისის დროს ექპონანტების დაცვის სტრატეგიას შეიმუშავებს

Rate this item
(0 votes)

გორის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ერთნოგრაფიულ მუზეუმში ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი იწყებს პროექტის “გორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის საჭირო ღონისძიებათა დაგეგმვა”  განხორციელებას.

 

პროექტის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს კონფლიქტგამოვლილი ქალაქი გორის მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის კატასტროფის რისკისთვის მზადყოფნასა და მართვას და გააუმჯობესოს სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად კრიზისების დროს.

 

„12 წლის წინ, რუსეთთან ომის შედეგად, კულტურული მემკვიდრეობა გორში უკიდურესად დაუცველი აღმოჩნდა. დღესდღეობით საფრთხე კვლავ არსებობს, რამდენადაც ქალაქი მხოლოდ 10 კილომეტრითაა დაშორებული საოკუპაციო ხაზიდან, სადაც რეგულარულად ხდება ინციდენტები. ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, ფონდ ALIPH-ის გრანტის მხარდაჭერით, სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ  მუზეუმთან ერთად გთავაზობთ პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს გორის მუზეუმისა და შიდა ქართლის 12-მდე მუზეუმის კატასტროფის რისკისთვის მზადყოფნასა და მართვას და გორის მუზეუმის კოლექციების დაცვის პირობების გაუმჯობესებას“, - ამბობენ მუზეუმში.

 

პროექტის შედეგად შეიქმნება მუზეუმს მორგებული კატასტორფის რისკების მართვის გეგმა, მოხდება მუზეუმის კოლექციის ნაწილის დეტალური დოკუმენტაცია, ჩატარდება პრევენციული კონსერვაციის ტრენინგები გორისა და შიდა ქართლის რეგიონის მუზეუმების თანამშრომლების მონაწილეობით. შესრულდება ერთობლივი თეორიული სავარჯიშო ყველა პარტნიორთან და დაინტერესებულ მხარესთან ერთად. ასევე ჩატარდება 3-დღიანი ერთობლივი პრაქტიკული სიმულაციური სავარჯიშო პროექტში ჩართული ეროვნული უწყებების მონაწილებითა და საერთაშორისო ლურჯი ფარის ხელმძღვანელობით.

 

პროექტის პარტნიორების ბაზაზე მოხდება კრიზისულ სიტუაციებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალური სამუშაო ჯგუფის ფორმირება, რათა სხვადასხვა ორგანოებმა სამომავლოდ შეძლონ ორგანიზებული და მართებული რეაგირება მემკვიდრეობის დასაცავად კატასტროფის შემთხვევაში.

 

პროექტის პარტნიორები არიან ადგილობრივი და ცენტრალური სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებმაც გამოხატეს მხარდაჭერისა და ჩართულობის სურვილი. ესენია: გორის მუნიციპალიტეტი, საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდია. საერთაშორისო პარტნიორია

Read 253 times