Back to Top
ორშაბათი, 23 მარტი 2020 17:51

ხოჯევანიშვილი შეღავათებზე: მალე გავიგებთ, როგორ შეეშველება სახელმწიფო მოქალაქეებს

Rate this item
(0 votes)

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, დაწესდება თუ არა კომუნალური შეღავათები? - ამ კითხვით შიდა ქართლის გუბერნატორს "მოზაიკას" ერთ-ერთმა მაყურებელმა მიმართა.

 

შეკითხვის პასუხად, გიორგი ხოჯევანიშვილმა განმარტა, რომ მთავრობა ეკონომიკის პაკეტზე მუშაობს, რომლის შინაარსიც ცნობილი ამ დღეებში გახდება. 

 

"ეს ყველაფერი არის ეკონომიკური პაკეტის ნაწილი, რომელზეც ამჟამადაც მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობს. გადაწყვეტილებები იმ შესაბამის მონაცემებზე დაყრდნობით იქნება მიღებული. თუ რამდენი ადამიანი დარჩა უხელფასოდ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე და ა.შ. უახლოეს დღეებში გვეცოდინება, რა შეღავათები დაწესდება და როგორ შევეშველებით ასეთ ადამიანებს", - აღნიშნა გუბერნატორმა გადაცემაში "დარჩი სახლში".

Read 143 times Last modified on ორშაბათი, 23 მარტი 2020 17:53