Back to Top
ორშაბათი, 23 მარტი 2020 19:34

პოლიცია პოლონეთიდან გორში ჩამოსული ერთ-ერთი პაციენტის კონტაქტებს ადგენს

Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში გორში, ჭალის დასახლებაში პოლიციაა მობილიზებული.

 

როგორც რადიო "მოზაიკამ" ადგილზე გაარკვია, სამართალდამცავები იმ პირის კონტაქტებს იკვლევენ, რომელიც პოლონეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა, დღეს კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

 

"ახალგაზრდა მამაკაცია. ახველებდა და სიცხე ჰქონდა. გადაიყვანეს გორის საკარანტინო სივრცეში", - უთხრეს რადიო "მოზაიკას" ადგილზე მყოფებმა.

 

პაციენტის მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი თვითიზოლაციაში არ იმყოფებოდა. 

Read 692 times