Back to Top
ოთხშაბათი, 25 მარტი 2020 13:31

დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილებს პროდუქტი ურიგდებათ

Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში, დიდი ლიახვის ხეობის დევნილებს საკვები პროდუქტი ურიგდებათ.

 

როგორც ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნუგზარ კახნიაშვილი განმარტავს, კომპაქტურად ჩასახლებული ოჯახები ფქვილს, შაქარს და ზეთს მიიღებენ. კერძო სექტორში მაცხოვრებლებს კი ფულადი დახმარება გაეწევათ.

 

"ამ ეტაპზე ქურთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 50 კგ პურის ფქვილი, 10 კგ შაქარი 10 ლ ზეთი ურიგდებათ. მთლიანობაში 2128 ოჯახი მიიღებს - აღნიშნულ პროდუქტს საქართველოს მასშტაბით. გორის მუნიციპალიტეტში ვერხვებისა და კარალეთის დასახლებებში ამ წუთებში ფქვილი რიგდება. კერძო სექტორში მცხოვრებ ოჯახებს კი რომელთა რაოდენობა სულ 630 - ია, ფულადი დახმარება გაეწევა. ისინი პროდუქტის ნაცვლად 100 ლარს მიიღებენ. წინა წლებში ეტაპობრივად რიგდებოდა საკვები პროდუქტი დევნილ მოსახლეობაში, თუმცა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათთვის გათვალისწინებული საკვები პროდუქტი სწორედ ამ რთულ პერიოდში ერთად დაგვერიგებინა ჩვენს მოსახლეობაში", - აღნიშნა ნუგზარ კახნიაშვილმა.

Read 133 times Last modified on ოთხშაბათი, 25 მარტი 2020 16:08