Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 25 მარტი 2020 13:35

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების გამო სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

Rate this item
(0 votes)

გორის ცენტრალური ქუჩების, სკვერების და ურნების სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ასევე, მოირეცხა ცენტრალური ქუჩები. ხალხმრავალი ადგილები და ღია სივრცეები სპეციალური ხსნარით დამუშავდა.


კეთილმოწყობის ხელმძღვანელის თქმით, დეზინფიცირება მომდევნო დღეებშიც განხორციელდება.

 

პროცესს შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი დაესწრნენ.

 

"ჩვენს რეგიონში პროფილაქტიკური სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. ვითვალისწინებთ ყველა რეკომენდაციას, რათა ჩვენი მოსახლეობა დაცული იყოს. ასევე, მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, დაიცვან უსაფრთხოების ყველა წესი", - აღნიშნა რწმუნებულმა.

 

ამასთანავე, კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფიცირება უკვე ჩაუტარდა საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებს.

 

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. საკოორდინაციო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

Read 151 times Last modified on ოთხშაბათი, 25 მარტი 2020 16:09