დავით ბარლიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში covid - 19 -ის დიაგნოზით სამ პაციენტს მკურნალობენ.
"ჩვენთან არის სამი პაციენტი, აქედან ორი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რაც შეეხება მესამე პაციენტს იგი გუშინ რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადმოიყვანეს, მისი მდგომარეობა შედარებით რთულად მიმდინარეობს და იმყოფება ინტენსიური დაკვირვების ქვეშ", - განაცხადა დავით ბარლიანმა.
ინფორმაციისთვის, სამხედრო ჰოსპიტალში ამ დროისთვის 46 პაციენტი იმყოფება, აქედან 34 სამხედროა, 12 კი სამოქალაქო პირი.