Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 27 მარტი 2020 13:17

გორში ცხოველთა თავშესაფრისა და ავტოსადგომის მშენებლობა გრძელდება

Rate this item
(0 votes)

გორში ცხოველთა თავშესაფრისა და ავტოსადგომის მშენებლობა გრძელდება. მუშები მშენებლობებზე ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.


 

ორივე ობიექტის სამშენებლო სამუშაოები გორის მერმა დაათვალიერა.

 

თავშესაფარი კომპლექსური ობიექტია, რომელიც გააერთიანებს ადმინისტრაციულ შენობას, ვეტერინარულ კლინიკას, ვოლიერებს, პოსტოპერაციულ ბლოკებსა და ცხოველთა სასეირნო სივრცეებს.

 

პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 1 897 000 ლარით აფინანსებს.

 

თავშესაფრთან ახლოს შენდება მუნიციპალური ობიექტი ავტობუსების სადგომი და დამხმარე ნაგებობა.

 

პროექტის ღირებულება 951 000 ლარია.

 

ობიექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გორის მუნიციპალიტეტისათვის შეძენილი 30 ერთეული ავტობუსისთვისაა განკუთვნილი.

 

გორის მერის თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ გორში პირველად ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რითაც მოგვარდება ათწლეულების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა.

 

ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოები ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება.

Read 254 times