Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 31 მარტი 2020 17:47

გორის საკრებულოში სხდომები რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს 

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტი საკრებულოში, ბიუროს და კომისიის სხდომები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

როგორც საკრებულოს აპარატის უფროსი ზაზა ნასყიდაშვილი განმარტავს, სხდომები ჯანდაცვისა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს.


“საკრებულო ჩვეულებრივ რეჟიმში ატარებს ბიუროს და კომისიის სხდომებს, ასევე ჩატარდება საკრებულოს სხდომა. დეპუტატები იცავენ ორ მეტრიან დისტანციას, არიან აღჭურვილი შესაბამისი ნივთებით, პირბადე, ხელთათმანი, სადეზინფექციო ხსნარი. ჩვენ მაქსიმალურად ვიცავთ რეკომენდაციებს და დეზინფექციას ვუტარებთ სხდომათა დარბაზს“, - ამბობს ზაზა ნასყიდაშვილი.

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო რამოდენიმე კვირაა, დისტანციურად მუშაობს, თუმცა საჯარო სხდომები მაინც იმართება.

 

“მთავრობის დადგენილებით, მთავრობას აქვს პრეზიდენტის დეკრეტით მინიჭებული უფლებამოსილება, რომ კანონისგან განსხვავებული წესები იქნას დადგენილი. ამ შემთხვევაში საკრებულო იცავს ორმეტრიან დისტანციას, დანარჩენი მთავრობის დადგენილებით უნდა მოწესრიგდეს, რაც გამოცემული, ჯერ არ არის“, - ამბობს ვანო ბალახაშვილი საკრებულოს ექსპერტ- კონსულტანტი.

 

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო 16 მარტიდან კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

Read 338 times