Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 01 აპრილი 2020 23:38

გორის მერის მოადგილეებმა მოსახლეობას საკვები დაურიგეს

გორის მერის მოადგილები ერასტი ელიჯარაშვილი და პაატა ივანიშვილი, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ შემოწირული საკვები პროდუქტების განაწილებას აგრძელებენ.

 

ამის შესახებ, ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
 
"ერასტი ელიჯარაშვილი და პაატა ივანიშვილი უსახსროდ დარჩენილ მოსახლეობას სურსათის პაკეტებს ეტაპობრივად ურიგებენ. გორის მერია ქველმოქმედებისთვის მადლობას უხდის შპს „ბალა ჰაუსს“, მცირე მეწარმეებს მერაბი და გიორგი ქავთარაძეებს, მოსაწევი თუთუნის ფირმა „კეოფსს“, მარინა ტაველიძეს, დავით და მაია წეწვაძეებს" - ამბობენ გორის მერიაში.
 
უწყების ცნობით, მსგავსი აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება.