Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 08 აპრილი 2020 18:35

კორონავირუსის ფონზე ოქრუაშვილის პროცესი დაჩქარებულად იმართება-ჩალაგაშვილი

Rate this item
(0 votes)
თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

 
 "კორონავირუსის პანდემიის მიზეზით, სასამართლო პროცესების უმრავლესობა გადაიდო, ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები კი თითქმის ყოველდღე, დაჩქარებული რეჟიმით იმართება. აშკარაა, მოსამართლე განაჩენის გამოტანას ჩქარობსგანცხადება ცოტახნის წინ თავდაცვის ყოფილი მინისტრის თანაგუნდელმა გურამ ჩალაგაშვილმა გააკეთა..
 
"გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ფიქრობს, რომ მოსამართლე განაჩენის გამოტანას ჩქარობს, რაც მისი თქმით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოქრუაშვილის საქმეზე პოლიტიკა სასამართლოზე წინ დგას და გადაწყვეტილებაც პოლიტიკური იქნება.
 
" ე.წ. პროკურატურა აღარ მოითხოვს დაკითხოს 400-მდე მოწმე, რომელზეც ყოველი სასამართლო პროცესის დროს აცხადებდა. ოქრუაშვილის პროცესი იმდენად გახმაურებული და თეთრი ძაფით ნაკერია, რომ მისი არსის გარკვევაში დიდი იურიდიული ცოდნა და გამოცდილება საჭირო არ არის. ფაქტია პროკურატურას მტკიცებულებები არ ჰქონია. რაც ბუნებაში არ იყო, როგორ ექნებათ? სამაგიეროდ, მტკიცებულებების არარსებობა არ აინტერესებს მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძეს და „ზემოდან“ მითითებებით ცდილობს განაჩენის გამოტანას. ცხადია, რომ ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკა სასამართლოზე წინ დგას და გადაწყვეტილებაც პოლიტიკური დადგება. ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტპატიმარია და ამას მტკიცება არ სჭირდება“ - აცხადებს გურამ ჩალაგაშვილი.
 
მორიგი პროცესი 13 აპრილს იგეგმება, სწორედ ამ დროს ელოდებიან "გამარჯვებული საქართველოს" წევრები მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებას.
Read 237 times