Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 08 აპრილი 2020 19:20

მედდის უფასო ტრენინგ - კურსი შიდა ქართლის ახალგაზრდებისთვის

Rate this item
(0 votes)

განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი, შიდა ქართლში მცხოვრებ 18 დან – 36 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯანდაცვის მიმართულებით პროფესიული ან უმაღლესი სამედიცინო განათლება აქვთ მედდის პროფესიის დაუფლებას სამუშაოზე მიმაგრებული პრაქტიკით სთავაზობს.

მედდის მოკლევადიანი პროფესიული კურსის მონაწილეები, რომლებიც გასაუბრების შედეგად შეირჩევიან, თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკას ემერჯენსსა და რეანიმაციაში გაივლიან, კურსის დასრულების შემდეგ კი სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში ჩაერთვებიან. სწავლების ეს მეთოდი მათ დასაქმების შესაძლებლობებს გაზრდის.
მედდის ტრენინგ – კურსით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.
shorturl.at/csxAW

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

მედდის მოკლევადიან პროფესიული ტრენინგ -კურსს განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEჩ) ახორციელებს პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის - ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში.

დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კარიერის დაგეგმვის კონსულტანტს, ნინო მეგრელიშვილს.
ტელ: 598 613 058
e-mail: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

Read 311 times