Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 08 აპრილი 2020 19:30

კორონავირუსის გამო 9 აპრილის ღონისძიება გორში არ გაიმართება

Rate this item
(0 votes)

9 აპრილის მემორიალთან ხვალ სხვა წლებისგან განსხვავებით ხალხმრავლობა არ იქნება.

საგანგებო მდგომარეობის გამო გორის მერიას შესაბამისი ღონისძიება წელს არ დაუგეგმავს. 

 
2550 ჯარისკაცი, 6 ჯავ­შან­ტრან­სპორ­ტი­ორი, დე­სან­ტის 8 საბ­რძო­ლო მან­ქა­ნა, 4 სა­ხან­ძრო მან­ქა­ნა და 2 სა­ნი­ტა­რუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი 10000-კაციანი მშვიდობიანი დემონსტრაციის წინააღმდეგ. 
 
1989 წლის 9 აპრილს, ღამის 4 საათზე, საბჭოთა კავშირის ჯარმა მხუთავი აირის, ორლესული ნიჩბებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაარბია თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია.
 
შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 16 ადგილზე გარდაიცვალა, 4 მოგვიანებით – საავადმყოფოში, ერთი, გია ქარსელაძე კი კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული. ასობით ადამიანი დაჭრეს და დაასახიჩრეს, ათასობით კი მოიწამლა.
 
ამ მოვლენიდან ხვალ 31 წელი სრულდება, თუმცა ქვეყანა ამჯერად სხვა, უფრო გლობალური გამოწვევის წინაშე დგას, რის გამოც  პოლიტიკოსების ნაწილი მემორიალთან მხოლოდ ყვავილების მიტანით შემოიფარგლება.

Read 213 times Last modified on ოთხშაბათი, 08 აპრილი 2020 19:40