Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 21 მაისი 2020 14:56

ოკუპირებული ახალგორის მოსახლეობა დახმარებისთვის საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს

Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული ახალგორის მოსახლეობა მორიგი დახმარების თხოვნით საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს. ჩაკეტილ რეგიონში დარჩენილები სამედიცინო დახმარებისა და მედიკამენტების არარსებობასა და სამკურნალოდ, გადაადგილების შეზღუდვაზე საუბრობენ.

 

ადგილობრივები ამბობენ, რომ რეგიონში, თითქმის ყოველი მეორე პოტენციური მსხვერპლია, ვინაიდან მათ სათანადო მკურნალობის საშუალება არ ეძლევათ.

 

"თუ არ იქნება თავისუფალი გადაადგილება, მინიმუმ ავადმყოფებისთვის მაინც დაშვებული, აი ,ასე დავითვლით გარდაცვლილებს. ახალი ადამიანები აქ არ იბადებიან და დაველოდებით ყველა რომ ამოვწყდეთ. ბიბილოვი, გასაგებია, რომ ჯიუტობს მაგრამ მასზე ზემოქმედების საშუალებები არსებობს," - ამბობს ოკუპირებული ახალგორის მკვიდრი, თამარ მეარაყიშვილი

Read 106 times