Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 21 მაისი 2020 15:03

გორში მწვანე სივრცეებისთვის სარწყავი სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

Rate this item
(0 votes)

გორში არსებულ მწვანე სივრცეების გასარწყავიანების მიზნით, ახალი სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 477 627 ლარია.

 

გორის მერიის ინფორმაციით, სარწყავი სისტემა მოემსახურება: 

 

"ახალბაღს", სტალინის ბაღს, "ლომჭაბუკის", თეატრისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის სკვერებს, სტალინისა და აღმაშენებლის გამზირზე არსებულ გამწვანების ზოლებს.

 

სისტემის საშუალებით წყლით მომარაგდება ქალაქში არსებული შადრევნებიც (სტალინის ბაღი, თეატრის სკვერი, ახალბაღი, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, შიოს წყაროსთან).

 

პროექტის მიხედვით იგეგმება მაგისტრალური ქსელის მოწყობა და შიო მღვიმელის ქუჩაზე არსებული სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია. ობიექტი, რომელიც ამ ეტაპზე აღარ ფუნქციონირებს, ათეული წლები წინ ქალაქს წყლით ამარაგებდა.

Read 119 times