Back to Top
ხუთშაბათი, 21 მაისი 2020 17:06

გორის #1 სკოლა აბიტურიენტთა თითქმის ნახევარმა მედალზე დაამთავრა

Rate this item
(0 votes)

გორის პირველი საჯარო სკოლის აბიტურიენტთა თითქმის ნახევარმა სკოლა ოქროსა და ვერცხლის მედალზე დაამთავრა.

 

32 სკოლის მოსწავლიდან, მედალი 14 - მა მოსწავლემ მიიღო.


ოქროს მედალოსნები არიან:

აწკარუნაშვილი მარიამი
დათიაშვილი ლია
გოგლიძე თორნიკე
დალაქიშვილი ნინო
კავკასიძე ანამარია
მაისურაძე გიორგი
მაისურაძემარიამი
მაისურაძე ნინო
ოქრუაშვილი ანუკი
ტაბულოვი მარიამი

 

ვერცხლის მედალოსნები არიან:

აბულაძე ლიკა
ახალბედაშვილი ანდრია
თვალიაშვილი ნინო
ტლაშაძე ირინოლა


სკოლის დირექტორი ეკატერინე აფხაიძე ამბობს, რომ ამ წარმატებაში, მოსწავლეებთან ერთად, უდიდესი წვლილი პედაგოგებს მიუძღვით.


“სიამაყის განცდა მაქვს, რომ ჩემი სკოლის 14 ბავშვმა მიიღო მედალი. ეს არის პედაგოგების დიდი შრომის შედეგი, რა თქმა უნდა, თითოეული პედაგოგის სიხარულია. ამას აღნიშნავენ ბავშვებიც. კმაყოფილები ვართ, როდესაც მადლიერებას გამოხატავენ ჩვენი აბიტურიენტები. დარწმუნებული ვარ, ისინი შემდეგ საფეხურზეც წარმატებით გააგრძელებენ სწავლას და ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდებიან“, - ამბობს ეკატერინე აფხაიძე. 

 

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლა 1364-მა მოსწავლემ დაამთავრა, ხოლო ოქროს მედალს 208 მოსწავლე მიიღებს.

Read 1252 times