Back to Top
პარასკევი, 22 მაისი 2020 12:16

გორში გურამ პაპიტაშვილის სახელობის დარბაზის რეაბილიტაციის დასრულებისთვის ტენდერი გამოცხადდა

Rate this item
(0 votes)

გორში გურამ პაპიტაშვილის სახელობის დარბაზის დასრულების სამუშაოებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო პირობების მიხედვით შერჩეულმა კომპანიამ დარბაზში სველი წერტილებისა და საპირფარეშოების მოწყობის სამუშაოები უნდა შეასრულოს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 51`875 ლარია გათვალისწინებული.

 

ინფორმაციისთვის, გურამ პაპიტაშვილის სახელობის დარბაზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გასულ წელსაც გამოცხადდა, მაშინ დარბაზში თერმო ბარიერისა და გათბობის სისტემის მონტაჟი უნდა მომხდარიყო. 

 

 

Read 55 times