Back to Top
პარასკევი, 22 მაისი 2020 19:53

გორი მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა

Rate this item
(1 Vote)

20 - მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა ძლიერმა ქარმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში.

 

ადგილზე იმყოფებიან გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები. საცხოვრებელი სახლების სახურავებთან ერთად, ქარმა იმ შენობის სახურავიც დააზიანა, რომელიც მერიას საბავშვო ბაღის მშენებლობამდე დაქირავებული აქვს.
გორის მუნიციპალიტეტის მერი დაზარალებულ მოსახლეობას ადგილზე გაესაუბრა და დახმარება აღუთქვა. მას შემდეგ, რაც მოხდება დაზიანებების დეტალური შესწავლა, მერია მოსახლეობას მაქსიმალურად დაეხმარება.

 

ძლიერი ქარი და წვიმა სოფელ საქაშეთში დაახლოებით 20 წუთი გრძელდებოდა.

Read 1243 times